вторник, 10 июня 2014 г.

პროექტის სახელწოდება: ,,ქართული ფეხბურთი“


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ფეხბურთს და იმ ქართველი ფეხბურთელების  ბიოგრაფიას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს სპორტის ისტორიაში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ უფრო მეტი ინტერესი ფეხბურთის მიმართ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მიზანდასახულ ვარჯიშს და შემართებას. როგორ გადაჭრან არსებული პრობლემა;
პროექტის მიზნები: ფეხბურთის ისტორიის გაცნობა, ქართველი წარმატებული სპორტსმენების ბიოგრაფიის შესწავლა, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, მასზე დასკვნებისა და გამოქვეყნების უნარის განვითარება ისტ-ის გამოყენებით;
მონაწილეთა ასაკი: 17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება  პრეზენტაციის ფაილები; ქართული ფეხბურთის ისტორიის,   გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების  ბუკლეტები, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები.  შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ქართული ფეხბურთის შესახებ, ასევე იმ ქართველი ჩემპიონების შესახებ, რომელთაც გაუმარჯვიათ მსოფლიო პირველობაზე. მოსწავლეები ჩაატარებენ 9-12 კლასის მოსწავლეების გამოკითხვას, თუ რომელი სპორტული სახეობა მოსწონთ და რატომ? შემდეგ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები და ელექტრონული ბუკლეტები. მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაწერენ პროეტქტის ანგარიშს. პროექტის დასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს და პროექტის ანგარიშს გააცნობენ სკოლის საზოგადოებას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სპორტი, ისტ;
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ჭანკურიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nucka2014@gmail.com

პროექტის ბლოგი:       http://meore-tinatinchankuridze.blogspot.com/ 

Комментариев нет:

Отправить комментарий